შსს-ს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ გრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელსაც ფინანსურ საკითხზე დავა ჰქონდა, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, მიმართა თურქეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით მოეგვარებინა. ქურდულ გარჩევაში ასევე ჩართული იყო კ.ბ. რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას. ე.წ. კანონიერმა ქურდმა თენგიზ ხოფერიამ. თ.ბ-სა და დ.გ-ს შორის არსებული ფინანსური დავა ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კანონიერი ქურდისთვის მიმართვაში, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერასა და ქურდული სამყაროს წევრობაში. ხოლო კანონიერი ქურდობის ბრალდებით თენგიზ ხოფერიას მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე , 7-10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე.

შსს-ს ინიციატივით, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობასთან ერთად, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა და ქურდული სამყაროს წევრისთვცის, ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

გაზიარება