3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სვანეთში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილისისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს. რაც იძულებას გულისხმობს.

იანვარში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი გოგო 21 წლისაა, უმცროსი კი 7- ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

სახლიდან შვილების გაშვების თხოვნით მამას მეზობლებმა და მღვდელმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა მისი დარწმუნება ვერავინ შეძლო. ამის შემდეგ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

Please follow and like us: