ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა  ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართული ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის.

გაფრინდაშვილი გათამაშების შემდეგ 5,5 ქულით პირველობას რუს ელენა ფატალიბეკოვასთან ერთად იყოფდა, თუმცა მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლეით აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ვერცხლის მედალი რუსმა ფატალიბეკოვამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თამარ ხმიადაშვილი, რომელიც სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.

ეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. ასევე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი და სხვა არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური პრიზის მფლობელია.

 

გაზიარება