თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან მირზიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ თქვა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს სანდრო ტოგონიძე უხელმძღვანელებს.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს და აღნიშნა, რომ ის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ჩარჩო გეგმების მიმართულებით იმუშავებს.

მირზიკაშვილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე საკრებულომ მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა. ეს სამსახური მერიაში სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა.

გაზიარება