იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა.

ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება