ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი, – ასე უპასუხა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა ავლაბრის სასახლეში შესვლას.

„სასახლესთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა  ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს უსაყვედურეს და აღნიშნეს, რომ ჟურნალისტების შეურაცხყოფა არ არის კარგი ტონი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.

„ნუ ნერვიულობთ, სხვა რამეს გეუბნებით”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება