რუსეთი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ნაწილობრივ გააუქმებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს  განცხადებით, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ბიზნესმენებს, სატვირთო ავტომობილის მძღოლებს და საჯარო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეეხებათ.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის სურვილი სავიზო რეჟიმის სრული გაუქმებაა.

2015 წელს თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, მოსკოვმა ანკარას შეზღუდვები დაუწესა. რუსეთმა მაშინ თურქული პროდუქტის იმპორტი აკრძალა და თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერა.

გაზიარება