საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. ხარჯები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

ეროვნული ბანკის ცნობით, აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს არ მიუღია.

2017 წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოელმა ვიზიტორებმა 379 მილიონი დოლარი დახარჯეს.

2018 წლის შვიდი თვის განმავლობაში უცხოელმა ვიზიტორებმა მილიარდ 792 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისის განმავლობაში საქართველოს 1 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 564 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია. 2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველომ მთლიანობაში 4.6 მილიონი ვიზიტორი მიიღო, აქედან 2.4 მილიონი ტურისტი იყო.

Please follow and like us: