დღეს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. გერმანიის კანცლერი ოფიციალურ ვიზიტს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.
ასევე შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.
ანგელა მერკელი შეხვდება პრეზიდენტსაც. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.