13 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოსთვის მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში არაერთი თემა განიხილება.

მინისტრი გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში ისტორიულს უწოდებს და გერმანიის მიერ საქართველოსადმი კეთილგანწყობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტია, შეიძლება ითქვას ისტორიულიც, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი კანცლერი საქართველოში ბოლოს იმყოფებოდა 10 წლის წინ. ის იყო ხანმოკლე ვიზიტი, მაგრამ იყო დემონსტრირება საქართველოს მხარდაჭერის.

10 წლის შემდეგ ის კვლავ სტუმრობს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველ რიგში, მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, იმ რეფორმების რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ასევე, არის მხარდამჭერი გზავნილი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, საქართველოს ევროპული და ევროატალტიკური ინტეგრაციის კურსის. ეს არის ასევე მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში სტაბილურობის განვითარების კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ მიმზიდველი იყოს, როგორც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ისევე საერთაშორისო პარტიორებისთვის, ინვესტორებისთვის“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კანცლერის ვიზიტს კონრეტული შედეგებიც ექნება.

„ბუნებრივია, მას ექნება ასევე შესაბამისი კონკრეტული შედეგებიც, გამომდინარე იქიდან, რომ იგეგმება გერმანიის რეფორმების განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 150 მილიონიანი დახმარების აღმოჩენა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი თემა იქნება, ასევე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ანგელა მერკელი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

Please follow and like us: