15 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოსთვის ფასდაუდებელია კანცლერისა და გერმანიის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა.

„ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, მხარდამჭერს და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. იმ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან ისტორიასაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ 2018 წლის საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში. ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩვენი მხარდამხარ დგომის თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა ბახტაძემ.

Please follow and like us: