2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს. „ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

„ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Please follow and like us: