კახეთში, სეტყვისგან დაზარალებული მოსახლოების ყურძნის გადამუშავება დასრულებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, სულ გადამუშავდა სეტყვისგან დაზიანებული 1,1 ათასი ტონა ყურძენი.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა და რთველის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შტაბში 41 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველის მიმდინარეობის დროს შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება და, ეტაპობრივად, მთელს კახეთს მოიცავს.

Please follow and like us: