„არ მგონია, რომ გურამ კაშიამ სამკლაურის გაკეთებით რაიმე ზიანი მიაყენა ქართულ ფეხბურთს, და, არც ის არ მგონია, რომ რაიმე მოუტანა. შეურაცმყოფელი განცხადებები და თავდასხმა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.” – ამის შესახებ, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ფიტნესში – გიორგი ორბელიძემ ტელეკომპანია „იბერიაზე“, გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
“რაც ვნახე ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში ეს იყო საკმაოდ დიდი აგრესია გურამ კაშიას მიმართ. როცა პიროვნულ დარტყმას აყენებ სპორტსმენს ჩემთვის არის ბევრად მიუღებელი და ასევე, ბევრად დიდი დანაშაული ამ ადამიანების მხრიდან. გურამ კაშიას პიროვნულად არ ვიცნობ და მის დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, თუმცა აფსოლუტურად ტოლერანტული ვარ ამ ადამიანი მიმართ. რაც შეეხება სამკლაურის გაკეთებას, ან არ გაკეთებას, მე, როგორც სპორტსმენი ამ დროშას არ გავიკეთებ, რასაც თავისი ახსნა აქვს. ეს არის პარადის დროშა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და არ შემოიფარგლება ჩვენი საუკუნით, ის შინაარსი რასაც ატარებს აღნიშნული დროშა ჩემთვის მისაღებია, მაგრამ მიუღებელია შემდეგ რაც ამ დროშის ქვეშ მოხდა, განსაკუთრებით საქართველოში. ამიტომ, ჩემთვის ეს დროშა არ ასოცირდება სიყვარულთან და ტოლერანტობასთან.
არ მგონია, რომ გურამ კაშიამ სამკლაურის გაკეთებით რაიმე ზიანი მიაყენა ქართულ ფეხბურთს, და, არც ის არ მგონია, რომ რაიმე მოუტანა. შეურაცმყოფელი განცხადებები და თავდასხმა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.” – განაცხადა გიორგი ორბელიძემ.
ცნობისთვის: გურამ კაშიას ისევ ემუქრებიან. მარში და რადიკალურად მოაზროვნე საზოგადოების ერთი ნაწილი სპორტსმენს ფიზიკური ანგარისშწორებით ემუქრება. მიზეზი მისი ლგბტ თემის მხარდაჭერაა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლგბტ თემს სამკლაურით მხარი დაუჭირა, მას უეფა აჯილდოვებს, თემა ხელახლა სწორედ ამიტომ გააქტიურდა. ის ვინც სპორტსმეს ემუქრება, უკვე დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, საზოგადოების დიდი ნაწილი კი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს, სოციალურ ქსელში გუშინ ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ჰეშთეგით გურამ შენთან ვართ.
https://www.youtube.com/watch?v=D7–9yXzDkQ