იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაქურდეს. ამის შესახებ გამოცემა Milanotoday წერს.

ამავე ინფორმაცით, ქურდობა აგვისტოში მოხდა, ხოლო ძარცვაში საქართველოს 5 მოქალაქეა ბრალდებული.

ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა. საქარველოს მოქალაქეები იტალიაში ახალი ჩასულები იყვნენ და მათ კრიმინალური წარსული არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ იმავე უბანში რამდენიმე სხვა ბინაც გაქურდეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

გაზიარება