განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურიპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროსკულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მეშვეობითაცუზრუნველყოფილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობა და უფრო თანმიმდევრულიგახდება ის ისტორიული მონაცემები, რომელიც მიეწოდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს.

„უაღრესად სასიხარულო და მისასალმებელია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ნაკადები დავითარდება ტურიზმის სფერო, თუმცა ბოლო პერიოდში, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, იკვეთება კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლების შესახებ იმ ინფორმაციის სანდოობის დაცვის აუცილებლობა, რომელიც ტურისტებს მიეწოდებათ.
საკითხი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ ეროვნული კატეგორიის ძეგლების ინფორმაციის დაცულობისგარანტიებზე, ხოლო შემდგომ აღნიშნული პროცესი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. უახლოეს მომავალში კი მოხდებაკანონპროექტის ინიცირება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციის სანდოობასუზრუნველყოფს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით კანონპროექტის ინიცირებამდე გაგრძელდება გაფართოებულიშეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

გაზიარება