ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს შესწორებები დარეკომენდაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც კომიტეტმა გასულ კვირას – 30 აგვისტოსგანიხილა.

საქართველოს შესახებ მომხსენებლის ანდრეას მამიკინსის მიერ წარდგენილი ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი დადებითადაფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან როგორც ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესს, ასევე ზოგადადევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს და მთავრობის ზალისხმევას.

“ევროპარლამენტი მიესალმება ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ევროპულიდღის წესრიგისადმი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერას“-ნათქვამია ანგარიშისპროექტში.
დოკუმენტით მომხსენებელი მიესალმება საქართველოს მიღწევებს კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისპროცესში, მათ შორის კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სასამართლო რეფორმისგანხორციელების, საჯარო ადმინისტრირების რეფორმის კუთხით. ამასთან, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ევროკავშირიიზიარებს ვენეციის კომისიის საერთო დადებით შეფასებას საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასთანდაკავშირებით.

დოკუმენტში დადებითად არის შფასებული მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების განმტკიცებისუზრუნველსაყოფად, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა.

თავისუფალი და პლურალისტული მედიის კონტექსტში, დოკუმენტში აღნიშნულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოსგაუმჯობესებული პოზიციები „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“-ს რეიტინგში.

ამგარიშის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით და მისკონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. უაღრესად დადებითად არის შეფასებული მთავრობისინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მასში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას,ევროკავშირის 49-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია ევროკავშირშიგასაწევრიანებლად განაცხადის გაკეთება.
ანგარიშის პროექტი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ძალისხმევას ქვეყანაში სამუშაო ადგილებისშექმნისა და შრომითი უფლებების დაცვისადმი, რაც გამოიხატა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებაში.

ანგარიშის პროექტი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ საინფორმაციო კამპანიებსასოცირების შეთანხმების სარგებლის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით და საქართველოს მთავრობის ძალისხმევასსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების კუთხით. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრქვეყნებს საქართველო აღიარონ უსაფრთხო ქვეყნად.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მონიტორინგი ევროპარლამენტის ახალი ინიციატივაა, რომელსაცევროპარლამენტი დამოუკიდებლად განახორციელებს. მონიტორინგი შეეხება სამივე ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა,მოლდოვა) მიერ ასოცირების შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობას. საქართველოს შემთხვევაში ასოცირების შეთანხმებისგანხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით მომხსენებელია ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი. 30 აგვისტოს ევროპარლამენტისსაგარეო საქმეთა კომიტეტზე გაიმართა ანგარიშის პროექტის პირველი მოსმენა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ანგარიშსკენჭს უყრიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბერში ანგარიშს კენჭი ეყრებაევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გაზიარება