აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ, რაფაელ ნადალმა პირველი კომენტარი გააკეთა და მეტოქის თამაში შეაფასა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

„შემეძლო, სამ პარტიაში დამესრულებინა მატჩი, მაგრამ არ გამომივიდა. საერთო ჯამში, ტაიბრეიკზე ცუდად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბასილაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. მან მთელი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა. ის ძალიან ძლიერად ურტყამს ბურთს და ხანდახან მეჩვენებოდა, რომ საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ბურთს. მუდმივად მიწევდა ძალიან ძლიერი დარტყმების წინააღმდეგ ბრძოლა. რთული მოწინააღმდეგეა.
ვცდილობდი, დღეს აგრესიულად მეთამაშა, მაგრამ მეტოქე უფრო აგრესიული იყო. ჩემთვის ეს დიდი მოგებაა“, – განაცხადა ნადალმა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ქართველი სპორტსმენი ანგარიშით 6:3. 6:3 6:7 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა არტურ ეშის კორტზე გაიმართა და 3 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ნადალთან დამარცხების შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

გაზიარება