არქეოლოგებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი „ნახატი“ აღმოაჩინეს.

პირველი კითხვა, რაც მკითხველს გაუჩნდება,სავარაუდოდ ნახატის შინაარსსა და გამოსახულებას ეხება. 73 ათასი წლის წინ შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ჰორიზონტალური და  ვერტიკალური ხაზები, რომელიც პირველ რიგში, მეცნიერებმა ჩვენთვის კარგად ნაცნობ #ჰეშთეგ  და  იქს – „X“ სიმბოლოს მიამსგავსეს, მეცნიერთა ნაწილს კი სხვა შეხედულებები აქვს.

ნახატი ე.წ ლითოსის, ქვის იარაღის მეშვეობით არის შესრულებული.

აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კაცობრიობისთვის დღემდე აღმოჩენილ ნახატებს შორის ყველაზე ძველად აფრიკაში, ევროპისა და სამხრეთ აზიაში შესრულებული ნახატები მიიჩნეოდა. მათი ნაწილი შესრულებულია 30 ათასი წლის წინ.

ახლადაღმოჩენილი ნახატი,რომელიც 73 ათასი წლით დათარიღდა სამხრეთ ამერიკაში ბლომბოს გამოქვაბულში იპოვეს, კეიპ ტაუნის აღმოსავლეთით. ეს გამოქვაბული არქეოლოგებისთვის ცნობილია,როგორც საგანძური,რომელმაც მეცნიერებს ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტები შემოუნახა. მათი უმრავლესობა დათარიღებულია 70 ათასი და 100 ათასი წლითაც კი. ექსპედიციები ამ გამოქვაბულში 1991 წლიდან მიმდინარეობს.

ლაბორატორიული დათვალიერების შედეგად აღმოჩენის ავტორის Alistair Pike  (University of Southampton) თქმით, ქვა,რომელზეც ნახატია შესრულებული,არის უფრო დიდი ქვის ნატეხი, შესაბამისად, ისინი ვარაუდობენ,რომ ნახატი მხოლოდ ფრაგმენტია. ექსპედიციის წევრებს უჭირთ თქმა, იმისა თუ რამდენად შესაძლებელია ნახატის პირვანდელი სახით მოძიება, თუმცა გამოქვაბულის იმ ნაწილში,სადაც ეს ფრაგმენტია აღმოჩენილი, სამუშაოები ახალი დაწყებულია და მათი თქმით, „ყველაფერი წინ არის“.

პირველყოფილი ადამიანების მიერ შესრულებული მრავალი გვიანდელი „ნამუშევრები“ არსებობს, მაგალითად გრავიურები ძვლებზე, კედლებზე, გამოქვაბულებში. ისინი  ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ: მინერალურ საღებავს ურევდნენ წყალში, უმატებდნენ ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს. ფერადი თიხა, ნახშირი – მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო.

ნათია კეკენაძე

გაზიარება