დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა უკვე თბილისში. მას დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა.
დღეს 21:00 საათზე ევროპის მოედანზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.
კონცერტი უფასოა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.
ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა.
ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი მუსიკოსია, რომელიც წლებია ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში 2003 წლიდან რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები წარმატებით იმართება მთელ მსოფლიოში.