4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრას, რომელიც 18-20 სექტემბერს ჩინეთში იმართება, ეკონომისტები, ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები დიდი ინტერესით ელიან. შეხვედრაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გაჟღერდება. მათი ნაწილი საზოგადოების უმრავლესობისთვის ცნობილია.

ის თუ, რა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ იქნება შეხვედრაზე ცნობილი, ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საინფორმაციო გვერდზე ვპოულობთ. ამ ინფორმაციაში მთავარი ის არის, რომ უმრავლესობა ინოვაციური და საინტერესო პროექტის იდეის ავტორი ჩინეთია.

5G ინტერნეტი

დაახლოებით, რვა წლის წინ, მობილური ტელეფონების ინდუსტრიამ საშუალება მოგვცა გვესარგებლა 4 G ინტერნეტითა და LTE ქსელებით. ბოლო ერთი წელია კი 5 G ინტერნეტის შესახებ ბევრს საუბრობენ.

1 ტერაბაიტი სიჩქარის შემთხვევაში, ინტერნეტი რამდენიმე ათეული მხატვრული ფილმის ჩამოტვირთვას შეძლებს 3 წამში. ამ სიჩქარის ინტერნეტის გამოშვებას ამერიკული კომპანიები 2020 წლისთვის აპირებდნენ, თუმცა, როგორც ვარაუდობენ ჩინეთი მათ „დაასწრებს“ და ბევრად გაუმჯობესებულ ვარიანტს შესთავაზებს ინტერნეტის მომხმარებლებს უახლოეს მომავალში.

ელექტრო მანქანები

შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო მანქანების შესახებ იმაზე მეტი იწერება, ვიდრე კეთდება – მათი ყოველდღიურობაში „დანერგვისთვის“. ჩინეთი სწორედ ასე ეხმაურება ელექტრო მანქანების ინდუსტრიას, რომლის მასობრივი გამოშვებაც უახლოეს რამდენიმე წელში იგეგმება, ეს იქნება ხელმისაწვდომი, ელექტროენერგიაზე მომუშავე მანქანების მრავალი სერია. როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გვერდზე წერია, მათი რიცხვი 1,1 მილიონს გადააჭარბებს.

მთვარის „ბნელი მხარე“

ჩინეთს აქვს პრეტენზია, რომ შეძლებს გაიგოს, რა ხდება მთვარის მეორე მხარეს. 2018 წლის ბოლოს მთვარის „ბნელი მხარის“ აღმოსაჩენად ჩინეთში ექსპედიცია იგეგმება. ექსპედიციის შესახებ ინფორმაციას  დეკემბერში გავიგებთ, მანამდე ცნობილია ისიც, რომ ჩინეთის ექსპედიციები მარსზეც იგეგმება 2020 წლისთვის. რაც შეეხება, მთვარეზე გაფრენის ექსპედიციას, სავარაუდო თარიღად 2030 წელია დასახელებული.

ნათია კეკენაძე

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება