4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

ნოდარ აბრამიშვილი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი პროგრამისტია, რომელმაც მცირე დროში შეძლო დიდი წარმატების მიღწევა. ქართველი პროგრამისტი საინტერესო ჰობით გამოირჩევა. თავისუფალ დროს რობოტების შექმნით, დაპროგრამებითა და დავალებების მიცემითაა დაინტერესებული. ფიქრობს, რომ მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა და მომავალი წარმატებებითაა აღსავსე -„მთავარია აკეთო ის, რისიც გჯერა და ის,  რაც გიყვარს“. დღეს „თბილისი თაიმსი“  „რობოტების შემქმნელის“ ისტორიას მოგიყვებათ.

ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ, როგორ მიაღწიეთ წარმატებას?

– ჯერ კიდევ  უნივერსიტეტში სწავლის დროს დავინტერესდი საინფორმაციო ტექნოლოგიებით,მაგრამ ისე მოხდა, რომ სრულიად სხვა მიმართულება ავირჩიე და ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, საინჟინრო ფაკულტეტზე ჩავაბარე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სწავლის პარალელურად მეკეთებინა ის საქმე, რაც ასევე ძალიან მომწონდა და ამიტომ, მუდმივად ვიყავი ჩართული თანამედროვე სიახლეებში და საკუთარ ცოდნასა და უნარებს ვავითარებდი საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხითაც. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წამოვედი ავსტრიაში და ჩავაბარე ვენის სახელმწიფო  უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე    (სპეციალობა-რობოტექნიკა და მიკროელექტრონიკა). სწავლის პარალელურად ჩართული ვიყავი საიტების აწყობით და ამავე პერიოდში დავიწყე ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიაში მუშაობა.

რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულმა კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, პროგრამისტის პოზიციაზე. აღნიშნული თანამდებობის მისაღებად, ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა, საჭირო იყო ენის მაღალ დონეზე შესწავლა, უამრავი გასაუბრებისა და გამოცდის ჩაბარება. თუმცა, დღეს ეს ყველაფერი მეამაყება, რადგან ამ ეტაპზე ამ კომპანიის  მთავარი პროგრამისტი ვარ და ასევე მაქვს საკუთარი კომპანია, რომელიც ეხმარება სხვა კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფაში.

საიდან გაგიჩნდათ იდეა და  ინტერესი, შეგექმნათ რობოტები?

– ჯერ კიდევ საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ვისწავლე რობოტების აწყო, თუმცა იმ დროს დაპროგრამების შესახებ არაფერი ვიცოდი. მას შემდეგ, რაც სწავლა პროგრამირების კუთხით გავაგრძელე და საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე ჩემი ორი პროფესია გამეერთიანებინა და შემექმნა რაღაც ისეთი, რაც იქნებოდა პროგრამირებადი  და საშუალება მომეცემოდა მისი ამოქმედების. იქიდან გამომდინარე, რომ მასალების ლოდინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა, გადავწყვიტე თავად შემექნა 3D პრინტერი, რათა სასურველი ზომის და ფორმის ფიგურა  დამემზადებინა. პრინტერს შეუძლია ნებისმიერი ფიგურის შექმნა. რაც შეეხება მასალას, გამოიყენება კაუჩუკის მსგავსი მასალა.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი რობოტი, რომლსაც ლ­ბი­რინ­თის გავ­ლის ფუნ­ქცია აქვსნების­მი­­რი სირ­თუ­ლის ლა­ბი­რინ­თის გავ­ლა შე­უძ­ლია, რა­საც სო­ნა­რე­ბის პრინ­ცი­პით ახერ­ხებს, ანუ იმა­ვე პრინ­ცი­პით, რაც წყალ­ქვე­შა ნა­ვებს აქვთ. ანუ მარტივად აღიქვამს გარემოს სადაც ის არის და პოულობს გასასვლელ გზას.

რამდენად გრჩებათ დრო საკუთარი ჰობისთვის?

– რობოტების კონსტრუქციის შექმნა და დაპროგრამება ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩართული, რადგან ამ ყველაფრის კეთება ძალიან მომწონს, თუმცა ამ ეტაპზე დროის უქონლობის გამო ნაკლებად მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი დროის დიდი ნაწილი, მათ შექმნას დავუთმო. დამოკიდებულია ხასიათს და განწყობას. როდესაც თავისუფალ დროს ვპოულობ ყოველთვის რაიმე ახალსა და საინტერესოს ვამატებ.

საქართველოდან თუ გქონდათ შემოთავაზება,რომ ჩამოსულიყავით ქვეყანაში და აქ გაგეგრძელებინათ საქმიანობა?

– კი იყო შემოთავაზება,  საკმაოდ კარგიც, თუმცა არ მიყვარს საქმის შუა გზაში მიტოვება. რასაც ვაკეთებ ვაკეთებ ბოლომდე რა დრო და ენერგიაც არ უნდა მოითხოვოს ამან. შესაბამისად, სანამ ჩემი მიზანი აქ მიღწეული არ არის, ვრჩები ვენაში. ის პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, როდესაც დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება რამე ახალზე ფიქრი. მარტო საქართველოდან არა, აქ ვენაში სხვა კომპანიებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა უარი ვთქვი, რადგან  ძალიან ერთგული ვარ იმ საქმის რასაც ვაკეთებ.

გარდა მაგისა მართლა წლები ვიბრძოლე იმისთვის რომ ამ კომპანიაში ის სტატუსი და პატივისცემა მომეპოვებინა რაც მაქვს, თან  როცა იქ ხარ, სადაც შენი ფასი იციან, სხვაგან გადასვლა ღალატის ტოლფასია, ცხოვრება კი მხოლოდ ფული არააადამიანმა სხვა ღირებულებები არ უნდა დაკარგო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– არის რამდენიმე იდეაა. მაგალითად, ვფიქრობ, შევქმნა მოძრავი პროტეზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე ვაპირებ, შევქმნა ელექტრონული ჯოხები იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ. ეს ჯოხები დაეხმარებათ მათ უკეთ გადაადგილებაში და მისცემთ ნიშანს საფრთხესთან მიახლოებისთანავე. გეგმები და იდეები ძალიან ბევრია, ამ ეტაპზე რაც მაფერხებს მხოლოდ დროის უქონლობაა.

რას ურჩევდით  იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ მსგავს სფეროში საქმიანობას?

– მათ, ვინც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში გადაწყვეტს მოღვაწეობას, ვურჩევდი, რომ მთავარია ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ, არც იმით დაკმაყოფილდნენ რასაც უნივერსიტეტში ასწავლიან ან იციან, იყვნენ გამუდმებით ახლის ძიებაში, „შიმშილის“ გრძნობა არ უნდა ჩაუცხრეთწარმატების მთავარი ფორმულა ის არის, რომ მიუხედავად ძალიან დიდი კონკურენციისა, იყო  საქმის პროფესიონალი გიყვარდეს სირთულეები და მიიღო სიამოვნება გამოსავლის პოვნით.

უნდა ცადო მანამდე სანამ შედეგს არ მიიღებგადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია იპოვო გზა. ყოველი წარუმატებელი ცდა არის გამოცდილებარომელიც საბოლოოდ მიზნამდე მიგიყვანს.

რისი დათმობა მოგიხდათ ცხოვრებაში, ამ ყველაფრისთვის რომ მიგეღწიათ?

პირადი ცხოვრება ეს არის ალბათ ყველაზე დიდი საფასური წარმატების მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს ძიების პროცესი სხვა რამისთვის დრო ნაკლებად გრჩება. თუმცა, ამ ეტაპზე ნელ-ნელა შევძელი დაბალანსება, რომ უკვე მეგობრებისთვის და ჰობისთვის გამოჩნდა დრო.

როგორი იყო გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ?

– ზოგადად გზა კი საკმაოდ რთული, ეტაპობრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ, განსაკუთრებით რთული იყო პერიოდი, როცა სწავლა და მუშაობა პარალელურ რეჟიმში მიწევდა, განვითარება არც შემდეგ შევწყვიტე თუმცა, იყო პერიოდი, როცა მხოლოდ 4 საათი მეძინა დღე-ღამეში და სულ გადარბენაზე ვიყავი. ახლა შედარებით დალაგებული და მოწესრიგებული გრაფიკი მაქვს.

მთავარია დროულად გააცნობიერო, რომ მეორე ხარ და ყველაფერი გააკეთო იმისთვის რომ გახდე პირველი, იმით რომ გახდე უკეთესი და განავითარო საკუთარი თავი და არა იმით, რომ სხვას მახე დაუგო ან ეცადო დაწიო შენს დაბლა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი, თავდაუზოგავად და ბოლომდე თუ იბრძვი ყველაფერი შესაძლებელია

მარიამ ლეკიაშვილი

გაზიარება