4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. მრავალწლიან წარმატებულ კარიერას იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის რანგში ენერგეტიკის მიმართულებით გააგრძელებს.

ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2013 წლიდან მუშაობდა. მანამდე იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძო და საჯარო სექტორებში; იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, 2007 წლიდან კორპორაციის გაყიდვები 55%-ით, ელექტროენერგიის გამომუშავება შვიდჯერ და სიმძლავრე თორმეტჯერ გაიზარდა.

მსხვილ კორპორაციებში მოღვაწეობამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა და იმ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმების დიზაინსა და განხორციელებაში მონაწილეობდა, რომლებმაც საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2007 წ.) და მსოფლიოს პირველი რეფორმატორის სტატუსი (მსოფლიო ბანკი, 2006 წ.) განაპირობა.

მისი სამუშაო გამოცდილება, ასევე, მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.).

ნათია თურნავა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს (1994 წ.) და მეცნიერ-მუშაკის სამუშაო გამოცდილებას საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში (1994-1996 წწ.). მან გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. იგი დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას და ბიზნესადმინისტრირების მაგისტრია.

გაზიარება