5 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
5 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
5 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი
18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის ინფორმაციით, კახეთში რთველი  კვლავ აქტიურ პროცესშია და  ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს.
„დღეღამურად, საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.  ამ პერიოდში, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს” –  ანდრო ასლანიშვილმა.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში – 27-27 ათასი ტონა, შემდეგ მოდის თელავი – 18,5 ათასი ტ., სიღნაღი – 8,4 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 3,8 ათასი ტ., ახმეტა – 3 ათასი, ლაგოდეხი – 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯო – 955 ტონა.
მთლიანად გადამუშავებული ყურძნიდან 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გაზიარება