მიმაჩნია, რომ საქართველოს გააჩნია დემოკრატიის ძალიან საამაყო ტრადიცია; ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება მისი ხმა გაგონილი და დათვლილი იყოს, – ამისშესახებ IFES-ის პრეზიდენტმა უილიამ სუინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესანიშნავად იმუშავა, რითაც ხმის მიცემის გამოცდილების მიმართ მომხმარებელთა მოლოდინიდააკმაყოფილა.

“ამომრჩევლების დრო ფუჭად არ იხარჯება. შედეგები უტყუარია. ხმებს სწორად და სამართლიანად ითვლიან. ჩემთვის დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო საარჩევნოსისტემების საერთაშორისო ფონდის სახელით საქართველოში მუშაობა. ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ცესკოსთან. აღგვაფრთოვანებს მისი მუშაობა და წინსვლა, საქართველოში საჯარო მომსახურების სახით ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფის საფუძველზე. სულმოუთმენლად ველით ცესკოსთან მუშაობის გაგრძელებას მომავალში.

კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ამ კონკურენციას მოვლენათა პოზიტიურ განვითარებად მივიჩნევთ. ვფიქრობ, რომ 28 ოქტომბერს კარგი არჩევნები შედგება”,-განაცხადა უილიამ სუინიმ.

გაზიარება