5 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
5 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
5 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
6 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა.

„რამდენადაც მახსოვს, უწმინდესის სურვილიც იყო, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩავერიოთ. თუმცა ვატყობ, რომ რაღაც ემოციური განცხადებები კეთდება. ალბათ, მათ რაღაც არგუმენტი აქვთ, ვინც ამას აკეთებს. არ მგონია, რომ მაინც და მაინც მათი ნათქვამი ორიენტირებული იყოს არჩევნების შედეგებზე. შესაძლოა, სხვა გამონათქვამების გამო პასუხობენ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები წინასაარჩევნო პროცესში არ უნდა ვერეოდეთ“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

პირველ არხთან საუბრისას, ჯაღმაიძე ვერ აკონკრეტებს, გეგმავს თუ არა საპატრიარქო, სასულიერო პირებს მოუწოდოს, არ ჩაერიონ წინასაარჩევნო პროცესებში.

„შესაძლოა, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ადრე მახსოვს, რომ საპატრიარქოდან ასეთი მოწოდება იყო. ოფიციალური პოზიცია ასეთი იქნება, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესებში არ ვერევით“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ კონკორდატთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე.

„კონკორდატში ბევრი რამ დასაზუსტებელია. ბევრი რამ კონსტიტუციასთან და სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. ამიტომ, სამუშაო ყველა შემთხვევაში არის“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მედიის მეშვეობით მის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს მეუფე პეტრემ და მეუფე იაკობმა.

„მეუფე იაკობმა ილაპარაკა ისევ ცრუ „რუსთავი 2“-ის კითხვიდან გამომდინარე. მან უპასუხა იმ ინფორმაციას, რომელიც მიღებული ქონდა და რაც იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ცრუ ინფორმაცია, რომ ვითომც მე ვიყავი მომხრე რაღაც ლეგალიზაციის, რაც არასოდეს მითქვამს. იყო ჟურნალისტის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია, რაზეც მან რეაგირება გააკეთა. დანარჩენი, ვინც დაასახელეთ, არის იგივე პოლიტიკური მოძრაობა, სამწუხაროდ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე,  ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ, თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება