საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის
შესაბამისი პერიოდზე 22.6%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 2 146.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მილიონი აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მილიონი აშშ დოლარი იყო და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47% შეადგინა.
პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 455.8 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა რაც 11.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.2 პროცენტია.
იმპორტმა კი 1 751.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (24.3 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.4 პროცენტი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 206.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 21.4 პროცენტით აღემატება.
2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 1 025.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 51.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტია.
დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტი 1 744.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (23.7 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.3 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 770.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32.6 პროცენტით აღემატება.