4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს – მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდებს, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიამრთვაში.

 

გაზიარება