4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი.

მისი შეფასებით, კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელში „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე აყენებდა საკითხს, რომ წარმოუდგენელია  ფორმატი ასე გაგრძელდეს. როდესაც წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს აწარმოებდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ბუნებრივია ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში, ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე წარმოუდგენელია რამე თანამშრომლობასა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა და ველოდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი კომისიაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას ამ ფორმატში მიზანშეუწონლად მივიჩნევთ -“ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება