ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე, რომელიც თავის დაწვით იმუქრება, ეკონომიკური გაფორმების ზონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ნაგებობის სახურავზე რჩება. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, სახურავზე მყოფი მკაცი ოითხოვს გეზში მივიდეს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

მანამდე მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა.

19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

გაზიარება