2 საათის წინ
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება
2 საათის წინ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება
2 საათის წინ
დედაქალაქის მერი ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
3 საათის წინ
დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით-დავით სერგეენკო
3 საათის წინ
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

სოციალური ქსელის – ინსტაგრამის მომხმარებლების რიცხვი წლიდან წლამდე მილიონობით იმატებს.

Kevin Systrom და Mike Krieger-მა ინსტაგრამი 2010 წელს შექმნეს. თავდაპირველად, ამ ქსელის გამოყენება მხოლოდ აიფონის მომხმარებლებისთვის იყო შესაძლებელი, მოგვიანებით კი ანდროიდის ტელეფონებშიც შესაძლებელი იყო მისი გადმოწერა. 2012 წელს ფეისბუქმა ინსტაგრამი 1 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, რამაც მილიონობით გაზარდა მომხმარებლების რიცხვი. თუ 2012 წლამდე ინსტაგრამზე 30 მილიონი ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი 800 მილიონამდე გაიზარდა.

ინსტაგრამს გარდა პირადი ანგარიშებისა, იყენებენ  მედიისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, რომლებიც  მილიონობით აშშ დოლარს ხარჯავენ ინსტაგრამ რეკლამებზე.

სტატისტიკური მონაცემებით,  ყოველდღიურად ინსტაგრამზე  95 მილიონი ფოტო იტვირთება.

თუმცა, სტატისტიკური მონაცემების ყველაზე საინტერესო ნაწილი ცნობილ ადამიანებს ეხება, რომლებიც ინსტაგრამის საშუალებით ყოველწლიურად მილიონობით აშშ დოლარს იღებენ. მათ თითოეულ პოსტზე მოწონებების დაანგარიშებით ასი ათასობით აშშ დოლარი ერიცხებათ.

2018 წლის ივნისის მონაცემებით ინსტაგრამზე ყველაზე მეტი მიმდევარი მომღერალ სელენა გომეზს ჰყავს. ათეულში ძირითადად ვხვდებით მომღერლებს, მსახიობებსა და მოდელებს.

 მომღერალი ჯასტინ ბიებერი – 98.34 მილიონი

მსახიობი დუეინ ჯონსონი – 102,68 მილიონი

 მოდელი კაილი ჯენერი – 106.57 მილიონი

მომღერალი ტეილორ სვიფტი – 107.04 მილიონი

მსახიობი, მოდელი კიმ კარდაშიანი – 109.78 მილიონი

მომღერალი ბიონსე – 113.5 მილიონი

მომღერალი არიანა გრანდე – 118.32 მილიონი

 ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო – 123.33 მილიონი

მომღერალი სელენა გომეზი – 135.46 მილიონი

ყველაზე მეტს, ერთ პოსტზე, 1 მილიონ აშშ დოლარს იღებს კაილი ჯენერი, სელენა გომესი 800 ათასს აშშ დოლარს.

კრისტიანო რონალდოს შემოსავალი ერთ პოსტზე 750 ათასი დოლარია; კიმ კარდაშიანი 720 ათასი, ბიონსე 700 ათასი, ჯასტინ ბიებერი 630 ათასს, ხოლო ლეონელ მესი 500 ათას აშშ დოლარს.

ნათია კეკენაძე

 

გაზიარება