მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების ათეული უკვე ცნობილია.

2018 წლის სექტემბრის მონაცემებით ამ კომპანიების საერთო შემოსავალმა 5 ტრილიონს გადააჭარბა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. ამ კორპორაციების მიერ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 9 მილიონზე მეტია.

2018 წლის უმსხვილესი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Apple – 926,9 მილიარდი (აშშ დოლარი)
  2. com – 777,8 მილიარდი (აშშ დოლარი)
  3. Alphabet – 766,4 მილიარდი (აშშ დოლარი)
  4. Microsoft – 750,6 მილიარდი (აშშ დოლარი)
  5. Facebook – 541,5 მილიარდი (აშშ დოლარი)
  6. Alibaba – 499,4 მილიარდი (აშშ დოლარი)
  7. Berkshire Hathaway – 491,9 მილიარდი (აშშ დოლარი)
  8. Tencent Holdings – 491,3 მილიარდი (აშშ დოლარი)
  9. JPMorgan Chase – 387,7 მილიარდი (აშშ დოლარი)            
  10. ExxonMobil – 344,1 მილიარდი (აშშ დოლარი)

უმსხვილესი კომპანიების ათეულის სათავეში  Apple-ის კომპანიაა, რომელმაც ზრდის თვალსაზრისით ისტორიულ შედეგს მიაღწია, ჯერ კიდევ, 2016 წელს კომპანიის შემოსავალი 234 მილიარდი აშშ დოლარი  იყო, ორი წლის შემდეგ კი ეს რიცხვი  4 ჯერ გაიზარდა.

ამერიკული კომპანიაა 1976 წელს დააარსეს სტივ ჯობსმა, სტივ უოზნიაკმა და რონალდ უეინმა. კომპანია სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. 2014 წელს შემოსავლების მიხედვით, მას მსოფლიოში მე-15 ადგილი ეკავა, 4 წლის შემდეგ კი ეს პოზიცია 1-ლი ადგილით შეიცვალა.

რიგით მეორე კომპანია ამაზონია, რომელიც  ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ-მაღაზიას წარმოადგენს. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს სიეტლში. Amazon-ს აქვს საიტები სხვა ენებზეც, რომლებშიც არა მარტო ენაა შეცვლილი, არამედ მომსახურება, გასაყიდი საქონელი, ქვეყნების გადაზიდვის მხარდაჭერა და ბევრი სხვა.

მესამე ადგილს კვლავ ამერიკული კორპორაცია იკავებს. Alphabet რამდენიმე კომპანიის მშობელი კომპანიაა, მათ შორის გუგლისაც, კორპორაციის ახალი სტრუქტურა ბრენდების მართვას გაამარტივებს.

ExxonMobil  შედარებით ახალ მაგრამ მზარდ კომპანიას წარმოადგენს,  ის 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში. ExxonMobil  ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე  შეიქმნა, ეს კომპანიებია: ამერიკული “ექსონი” და “მობილი”, კომპანია ნათობისა და გაზის მოპოვებას და მიწოდებას ახორციელებს. ExxonMobil  უსაფრთხოების სტანდარტების ინოვატორად და სწრაფად განვითარებად კომპანიადაა მიჩნეული.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წლის ათეულიდან 2018 წლის ათეულში ვეღარ ვხედავთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: British Petroleum; Toyota Motor Corporation; Volkswagen Group; Walmart State Grid.

ნათია კეკენაძე

 

 

 

Please follow and like us: