კახა კალაძის განცხადებით, იმ ფუნდამენტური წინსვლის მიუხედავად, რომელიც საქართველომ გასული 6 წლის განმავლობაში განიცადა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
როგორც კალაძე აცხადებს, მმართველი გუნდის ამოცანაა კიდევ უფრო განამტკიცოს პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
“ჩვენი ამოცანაა ადამიანებს მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ვიზრუნოთ საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებასა და გაძლიერებაზე; კიდევ უფრო განვამტკიცოთ პარტნიორობა მეგობარ ქვეყნებთან, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი;ჩვენი ამოცანაა გადავდგათ თანმიმდევრული ნაბიჯები, რათა, საბოლოოდ, დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის მხარე, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, – განაცხადა კალაძემ.
ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.