სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ალექსეე
ცერემონიის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს საჰაერო სივრცე თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში საქართველოს ფასდაუდებე
„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც საქართველოს საჰაერო სივრცის სადარაჯოზე დგას, თითოეულ სამხედრო მფრინავს, მთელ საჰაერო ძალებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას საქართველოს ერთგული და უანგარო სამსახურისთვის. თქვენი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ქართულ სამხედრო ავიაციას 26-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყოა, რომ ჩვენმა სამხედრო მფრინავებმა ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს.
„სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ამ საქმეში. ამჟამად უკვე საქართველოშია საჰაერო თავდაცვის სისტემები – რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა ჩამოტანა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება“.
მთავრობის მეთაურის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და დახმარ
„მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება – რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისებრივად ახალი, დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისათვის. შედეგად ქვეყანას ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში“.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმაც მიმართეს.