4 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სამი გამარჯვებული გუნდიფულადიჯილდოსსახით, 2000 ევროსმიიღებსსაქართველოს ბანკისგანდამონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ისსაერთაშორისოსამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 2018 წლის 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.

პროგრამის ადგილობრივი პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

Please follow and like us: