4 ოქტომბერს, 2,064.5 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ს.ს-სა და ს.ა-ს სხეულის სკანერის მეშვეობით, ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (996.5 გრ, 1068 გრ. ჯამურად, 2,064.5 კგ.)  გამოავლინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

Please follow and like us: