21 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
21 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
3 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
3 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
3 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ კონფერენაციაში “არბიტრაჟის დღეები 2018”-ში მიიღო მონაწოლეობა და დელეგატებს სიტყვით მიმართა.

“ბოლო პერიოდში შემცირებულია საქმეების განხილვის დრო, მაგრამ გამოწვევად რჩება  ბიზნეს დავების სპეციფიკაში სასამართლოს  სპეციალიზაცია“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით,  მთავარი შენიშვნა, რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს არის სასამართლოს სპეციალიზაციასთან და სასამართლო დავებთან დაკავშირებული პრობლემები.

“ბიზნესი საუბრობს სასამართლოში ხარვეზებზე, არბიტრაჟის დაფუძნება კი ამ პრობლემის  გადაჭრის საუკეთესო გზაა. ბიზნესის შენიშვნები ეხება  საქმეების განხილვის გაჭიანურებას და სიღრმისეულ შესწავლას რიგი საკითხებისას, რომელიც ბიზნეს დავების სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ახალი რეფორმა, რომელიც იქნება დაკავშირებული  კომპეტენციების ზრდასთან, ახალი საარბიტრაჟო პლატფორმების შექმნასთან –  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბიზნეს ეძლევა კიდევ ერთი სივრცე,  სადაც შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. მისასალმებელია,  რომ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციაა ევროკავშირიდან. ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოყვებიან და გაფორმდება მემორანდუმი ვენის არბიტრაჟთან. ასევე, ძალინ მნიშვნელოვანი სიახლეა მემორანდუმი პარიზის საარბიტრაჟო სასამრთლოსთან, რომელიც დეკემბერში  გაფორმდება. ეს არის ერთერთი მართლაც ძალიან ავტორიტეტული პლატფორმა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ მისი წარმომადგენლობა იქნება საქართველოში. აღნიშნული პლატფორმების გამოყენებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა  რეგიონში იქცეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დავების განმხილველ ცენტრად.” – ამბობს  ირაკლი ლექვინაძე.

თბილისის არბიტრაჟის დღეები საერთაშორისო არბიტრაჟის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფორუმია ჩვენს რეგიონში, რომელიც ინფორმაციის გაცვლას და მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისახავს მიზნად.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმათეა წულუკიანმა,  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

„არბიტრაჟის დღეები 2018“-ის ფარგლებში,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) და ვენის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (VIAC) თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.

 

Please follow and like us: