21 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
21 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
3 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
3 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
3 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TOP RESA IFTM 2018 მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში მოეწყო B2B შეხვედრები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საფრანგეთის ტურისტული, მარკეტინგული კომპანიების და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანგულ ონლაინმედია პორტალებზე, ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიაში გეგმავს სარეკლამო რგოლების განთავსებას, ასევე ფრანგი ჟურნალისტებისთვის საქართველოში მედიატურების მოწყობას.

პარიზის ტურისტულ გამოფენას მთელი მსოფლიოდან 32 ათასზე მეტი ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი დაესწრო. გამოფენაზე 1700-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

„პარიზის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, „ვიზიტ ჯორჯია“, „თრეველშოპი“, „მიმინო თრეველი“, „პრომეთეა ვოიაჟი“,“ ჯი თი გრუპი“, „კავკასუს თრეველი“. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს“.

Please follow and like us: