1 წთ წინ
საგამოძიებო სამსახურმა 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში ერთი პირი ამხილა
3 წთ წინ
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა
21 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
21 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
3 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდება.

„​არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,– განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.

ანგელა ვასილენკო მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში გამოკითხვაზე „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით დაიბარეს.

ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 3 ოქტომბერს 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანჟელა ვასილენკოს წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. პროკურატურა ვასილენკოს მიერ გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

„იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე გამოკითხვაზე უარს აცხადებს, სამართლებრივი პროცედურა არის შემდეგი. საგამოძიებო ორგანო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში. რაც მოხდა გუშინ. დღეს ჩაინიშნა სხდომა და მოწმედ გამოსაკითხი პირი არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის სამართლებრივ სტატუსთან და მის მომავალში დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება შემდგომ იმსჯელებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამით გამოძიების ინტერესებს საფრთხე ადგება და ვერ ხორციელდება ინფორმაციის დროული მიღება, რადგან მოწმე თავს არიდებს გამოცხადებას როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

Please follow and like us: