საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.

მინისტრმა განათლების სისტემის ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა და  ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის რეფორმა და სრული ტრანსფორმაცია მათთან ერთად განხორციელდება.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ამჟამინდელ მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძეს 1 ნოემბრიდან ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი შეცვლის, რომლის  საკურატორო სფერო  სამინისტროში ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი იქნება.

ბიზნესის მართვის მაგისტრსა და დოქტორს, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციზე მუშაობის  20 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. აქვს აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.  მონაწილეობდა არაერთ პროფესიული განვითარების პროგრამაში, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონის, მაასტრიხტის უნივერსიტეტებში და სხვა.

Please follow and like us: