საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.

საჯარო კონკურსებით შერჩეულს სსიპ-ების ახალ ხელმძღვანელებს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას ზვიად გაბისონია დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას  19 წლის განმავლობაში ეწევა. მისი  გამოცდილება მოიცავს ასევე უმაღლეს თანამდებობებს კერძო სექტორში, –  იურიდიული პროფილის კომპანიებში.

ზვიად გაბისონია, რომელიც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია, გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში.

Please follow and like us: