საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანადებობაზე წარდგენილ ბერიკა შუკაკიძეს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ხოლო ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.
ბერიკა შუკაკიძეს განათლების სფეროში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. ასოცირებული პროფესორის რანგში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსები მიჰყავს განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე. განათლების სისტემის მიმართულებით, ის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელია.