საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე წარდგენილი გიორგი ვაშაკიძე ალფრედ ტოპფერის ფონდის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტის, ედმუნდ სიმერსის ფონდის სტიპენდიანტია. ის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორია. ჰამბურგის უნივერსიტეტში მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის წოდებები.

საერთაშორისო, კერძო და საჯარო მენეჯერულ თანამდებობებზე გიორგი ვაშაკიძეს მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ის 9 წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა. იყო ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამებში და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი.

Please follow and like us: