შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორს, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

განათლების მართვის მიმართულებით, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა და საკონსულტაციო მომსახურებას ეწეოდა როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს და ა. შ.

სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში. ამასთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო.

განათლების მიმართულებით, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში მას არაერთი პუბლიკაცია და სტატია აქვს გამოქვეყნებული.

სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, ის  განათლების დოქტორია.

Please follow and like us: