ათწლელების მანძილზე დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ არის თუ არა დაკავშირებული ერთმანეთთან ძალადობრივი ვიდეო თამაშები და ძალადობრივი ქცევა.
ამ საკითხზე ჩატარებული ახალი კვლევა გვთავაზობს კავშირს, კორელაციას ძალადობრივ ვიდეო თამაშებსა და მოზარდებში აგრესიულ ქცევას შორის . ანგარიში გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში PNAS. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2010-2017 წლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 17 000-მა ადამიანმა, ასაკი- 9-დან -19 წლამდე.
„ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს წარმოადგინოს აქტუალური და მყარი პასუხები ამ საკითხის საკვანძო კრიტიკაზე,“- განაცხადა კვლევის თანაავტორმა ჯეი ჰოლმა, სოციალური ფსიქოლოგი და დართმუზის კოლეჯის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული დეკანი- „ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, ვფიქრობთ, ცხადია, რომ ძალადობრივი ვიდეო თამაშები დაკავშირებულია ფიზიკურ აგრესიასთან და მის შემდგომ ზრდასთან“.
ჰოლმა და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მონაცემები. მათ მხოლოდ ისეთი კვლევები გაითვალისწინეს, რომლებიც აჩვენებდა ურთიერთობას ძალადობრივი ვიდეო თამაშების გამოყენებასა და ფიზიკურ აგრესიას შორის.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ძალადობრივ ვიდეო თამაშებს თამაშობდნენ, დროთა განმავლობაში უფრო აგრესიულები ხდებოდნენ. თუმცა, ცვლილებები მათ ქცევაში დიდი და მნიშვნელოვანი არ იყო. ასეთმა თამაშებმა გავლენა მოახდინეს კვლევაში მონაწილეთა 0.08 პროცენტზე.
„ ამ ციფრების ნახვა დიდი ეფექტი არ არის, ვიტყოდი, რომ ეს შედარებით მცირეა,“ – ამბობს ჰოლი- „მაგრამ სტატისტიკურად სარწმუნოა“.
სოციალური მეცნიერები, ეჭვგარეშეა, გააგრძელებენ დებატებს ინტერაქტიულ თამაშებში მკვლელობების ფსიქოლოგიურ გავლენაზე. ჰოლი კი ამბობს, რომ აპირებს ამ თემას მიჰყვეს და იმედოვნებს, რომ ამ საკითხს კიდევ დამატებით სიცხადეს შესძენს.
წყარო: nypost.com ;
scientificamerican.com ;
eurekalert.org
ნინი მაზიაშვილი