გაეროს კლიმატური ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კატასტროფული კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 2030 წლამდე დარჩა დრო.  ანგარიშს გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა „სწრაფი, უპრეცედენტო და ყოვლისმოცველი ცვლილებები ყველა სფეროში“.

2010 წელთან შედარებით, CO2-ის გამოყოფა 2030 წლითსვის 45%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი ნულამდე დავიდეს, რათა გლობალური დათბობა 1,5 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს.

წყარო:imedinews.ge

გაზიარება