4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
5 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
5 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-08.10.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 10690 გადამხდელს ჯამურად 325 147 262.40 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. კერძოდ:
ა) ქვეპუნქტით – 10689 გადამხდელს 325 146 799.10 ლარი;
გ) ქვეპუნქტით – 1 გადამხდელს 463.30 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.
შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი – 2018 წლის 1 აგვისტო). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ) ქვეპუნქტი გაუქმებულია, გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი და ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი .
შენიშვნა: ამ ცვლილებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა.
1.პირველ ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით – 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ქვეპუნქტით – 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ქვეპუნქტით – 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.
2.მეორე ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლიდან 02.08.2018 წლამდე პერიოდში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 36 751 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 692 744 567.90 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით – 35 506 გადამხდელს 1 684 278 799.80 ლარი, ბ) ქვეპუნქტით – 1 213 გადამხდელს 8 442 780.70 ლარი, გ) ქვეპუნქტით – 32 გადამხდელს 22 987.50 ლარი.

გაზიარება