მარიამ წიქარიძე ხელნაკეთი აქსესუარების დიაზაინერი,რომელმაც  ხელნაკეთი ჩანთების კეთება ჰობის დონეზე დაიწყო. თუმცა, დღეს საყვარელი საქმიანობა წარმატებულ მცირე ბიზნესად აქცია. „თბილისი თაიმსს“  მარიამ წიქარიძე ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ჩვენს მკითხველს მოუყევით თქვენ შესახებ

პატარა ასაკიდან მიტაცებდა , ხატვა, ქსოვა და კერვა, თუმცა ამ მხრივ შესაბამისი განათლება არ მიმიღია, თვითნასწავლი ვარ . 2010 წლიდან ვაკეთებ სამკაულებსა  და აქსესუარებს , რომლებიც მხოლოდ გამოფენებზე იყიდებოდა , 2012 წლიდან კი შეიქმნა ფეისბუკის გვერდი,რომლის საშუალებით, მომხარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი მათთვის სასურველი ნივთის შეძენა.

საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ მსგავსი სახის პროდუქცია?

თავიდან მხოლოდ ჩემთვის ვქმნიდი ნამუშევრებს. რამდენიმე ჩანთა გადავაკეთე და მოვხატე , მინდოდა, რომ განსხავებული ყოფილიყო. ამის შემდეგ უკვე გამიჩნდა იდეა, რომ თავად შემექმნა ხელნაკეთი ჩანთები და ეს იდეა  განვახორციელე, საკმაოდ წარმატებულად.

როგორ შეარჩიეთ ბრედნის სახელი?

 მინდოდა ჩემი ბრენდი ყოფილიყო ყველასგან განსხვავებული , გამორჩეული და ამოუცნობი, ამიტომ ავირჩიე ჩემი საყვარელი ყვავილის , კესანეს, სახელი  “Forget Me Not” ანუარ დამივიწყო” . ეს არის ბრენდი, რომელსაც ვერ დაივიწყებ 

 რა მასალას იყენებთ პროდუქციის დასამზადებლად?

მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე ამიტომ ჩემთვის ხარისხი მნიშვნელოვანია , ვცდილობ რომ ჩემი ჩანთები იყოს გამორჩეული დიზაინის , ორიგინალური და ხარისხიანი,  რომელიც მზადდება ტყავის, ზამშისა და თექისგან.

რა სახის პროდუქციას ქმნით და რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს გუნდში?

ამჟამად ვმუშაობ ჩანთებზე და რადგან ჯერ დამწყები ვარ ამ სფეროში, სულ რამოდენიმე თვეა რაც ჩანთების დამზადება დავიწყე, ამიტომ ჯერ მარტო ვმუშაობ , ჩანთების საშემოდგომო კოლექციას კი ასევე დაემატება ხელნაკეთი  ჟაკეტები და მოსაცმელები , რომლებსაც მალე იხილავს ჩვენი მომხმარებელი.

 როგორია ფასები და სად შეიძლება შეძენა?

ჩვენი ხელნაკეთი ჩანთების შეძენა ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია ფეისბუკის გვერდის მეშვეობით, ფასები კი განსხვავებულია პროდუქციის ზომისა და დიზაინის  მიხედვით.

რა არის თქვენი გამორჩეული ნიშა?

დიზაინი და ორიგინალურობა რომელიც  გამოგვარჩევს ყველასგან ,ჩვენი ბრენდის  ყველა ჩანთა ერთმანეთისაგან განსხვავდებამზადდება მხოლოდ ერთი მოდელი და არასოდეს მეორდება. ჩანთების უმეტესობა მოხატულია ყვავილებით, ძირითადად კესანებით 

 

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ

ამ სფეროში განვითარება უმნიშვნელოვანესია , ამიტომ ყოვლეთვის ვცდილობ თითოეულ ახალ მოდელში რაღაც სიახლე შევიტანო , რომელიც გლარჩევს მას სხვა დანარჩენი მოდელებისაგან.უკვე მზადაა საშემოდგომო კოლექცია რომელიც მალე შევა გაყიდვაში, ასევე ჩანთებს დაემატება ჟაკეტებისა და მოსაცმელების ხაზი.

უახლოეს მომავალში  ვგეგმავ გაფართოებას და გაიხსნება სახელოსნო ,სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზე ნახოს და შეაფასოს ჩვენი პროდუქცია .

მარიამ ლეკიაშვილი

 

გაზიარება