2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ოქსფორდის უნივერსიტეტში ლექცია – “მარქსიზმი, ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთისრევოლუცია; 1918-1921” გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ სტივენ ჯონსის ლექსია სახელწოდებით: “მარქსიზმი,ნაციონალიზმი და ინტერვენცია: საქართველო და რუსეთის რევოლუცია; 1918-1921″. ლექციაზე სტივენ ჯონსმაყურადღება გაამახვილა ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელშიც დაარსდა და ფუნქციონირებდა პირველიქართული დემოკრატიული რესპუბლიკა. პროფესორმა ასევე მიმოიხილა პირველი რესპუბლიკის ძლიერი მხარეებიდა მთავარი მიღწევები.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასევე, თამარ ბერუჩაშვილმა  ისაუბრა პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.

ლექციას ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

Please follow and like us: