4 საათის წინ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
4 საათის წინ
საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია – საჯად კარიმი
4 საათის წინ
SOLO -ს მხარდაჭერით ,,თბილისის მოდის კვირეული” გაიმართება
4 საათის წინ
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა
4 საათის წინ
,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი”-სტივენ ფეარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხვალიდან ბორჯომის ტყის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენა იწყება.

„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა, შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ და ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე დარგვას.

მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით წელს, შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ძირითადად ფიჭვის სახეობა – კავკასიური ფიჭვი იქნება დარგული. პირველ ეტაპზე 250 ჰექტარი იქნება აღდგენილი შემოდგომა-გაზაფხულზე. რაც შეეხება თანხებს, ძირითადი თანხა, რომელიც ნერგზე უნდა წასულიყო, ჩვენი სანერგეები გვაქვს მოწყობილი და ის ნერგები იქნება გადატანილი, ამიტომ, ბიუჯეტით რაც იყო განაზღვრული, იმაზე ნაკლები დაიხარჯება. პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 000 ლარი იყო განსაზღვრული”, – უთხრა ჟურნლისტებს თორნიკე გვაზავამ.

გაზიარება